ჩვენი სერვისები
სერვისები
ელექტრომომარაგება
კომერციული და სამრეწველო მომხმარებლების სანდო მომარაგება საქართველოში ყველაზე კონკურენტული ტარიფითა და სანდო კონტრაქტით.
სამართლებრივი კონსულტაცია
ენერგომომარაგების ნებისმიერ ეტაპზე სამართლებრივი კონსულტაცია/მრეგულირებელსა და სასამართლოში წარმომადგენლობა, ქსელზე მიერთებიდან მომარაგების დაწყების ჩათვლით
ფინანსური კონსულტაცია
ენერგეტიკული ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური დაგეგმვა ენერგოინტენსიური ბიზნესებისთვის.
ქსელის ოპერატორებთან ურთიერთობა
განაწილებისა და გადაცემის სისტემის ოპერატორებთან ურთიერთობის სრული მართვა — მიერთება, გათიშვები, სიმძლავრის საკითხები.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა
თუ გაქვთ ადგილი მიკროსიმძლავრის (≤500 კვტ) ელექტროსადგურისთვის, ჩვენ ვმართავთ სრულ პროცესს, კაპიტალური დანახარჯების მობილიზების ჩათვლით. ეს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ელექტროენერგიის ხარჯს.
შენიშვნა: ამ ეტაპზე ეს შესაძლებელია მხოლოდ ქ. თბილისში, სს „თელასის“ ქსელში, რადგამ რეგიონებში ამოწურულია დასაშვები მაქსიმალური სიმძლავრე.